LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიჭ-ღიმილაკს“, დამიანეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება – მას ლეიკემია დაუდგინდა

377
damiane2045

სოციალურ ქსელში დარინა დუმბაძე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დამიანეს, რომელსაც ლეიკემია დაუდგინდა და სტამბოლში სჭირდება მკურნალობა, საზოგადოების ფინანსური დახმარება სჭირდება.

„ყველამ ვიცით და ვინც არ იცით, მინდა გითხრათ, რომ დამიანეს, რომელიც არის ბიჭი-ღიმილაკი, სჭირდება ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა.

მან მალე უნდა დაიწყოს ბრძოლის ველზე გასვლა და ჩვენ ოჯახის მეგობრები და ნათესავები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ოჯახს დავეხმაროთ ისე, როგორც ჩვენ შეგვიძლია და როგორც არ შეგვიძლია. მხოლოდ ჩვენი რესურსი არ არის საკმარისი და იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის, რადგან ბევრჯერ დაგვიმარცხებია ერთად ყველა ვერაგი დაავადება, რომელიც ასე მოხშირდა.

დიაგნოზი ლეიკემიაა, მკურნალობას იწყებს თბილისში და გადაყვანას საჭიროებს სტამბოლში. (ზუსტ დეტალებს გაცნობებთ).

ილოცეთ დამიანესთვის და ვისაც რა შეგიძლიათ, ოჯახს რომ დაეხმაროთ.

ვწერ დედის, ნათია ჭელიძის ანგარიშის ნომერს!

თიბისი ბანკი

#GE29TB7028345061100013

საქართველოს ბანკი

#GE82BG0000000110024300 GEL/EUR/USD.

გიორგი ნაცვლიშვილი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები