LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიძინა – ბიძინაა, ექვთიმე – ექვთიმეა” – კალაძემ 2019 წელი შეაჯამა

166
78974283-2695374200522508-5827278315722899456-o

თბილისის მერმა კახი კალაძემ 2019 წლის საპარლამენტო საქმიანობა და მუშაობა შეაჯამა. კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ სხვადასხვა შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ წლევანდელი წელი რთული, საინტერესო და წარმატებული იყო. დედაქალაქის მერის განცხადებით, მთავარი გამოწვევა კვლავ ტერიტორიული მთლიანობა რჩება. შეცდომებზე საუბრისას, ერთ-ერთი პირველი, რაც კალაძემ დაასახელა, სერგეი გავრილოვის პარლამენტში შეყვანა იყო.


თან რთული, თან წარმატებული

„იყო რთული წელი, დატვირთული, საინტერესო და წარმატებულიც შეიძლება ითქვას. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. რაც მოსახლეობას დავპირდით პროექტების სახით, დიდი ნაწილი დამთავრებულია, ნაწილი განხორციელების პროცესშია და დამთავრდება მომდევნო წლის გაზაფხულ-ზაფხულში.
რაც შეეხება პოლიტიკურს, რთული წელი იყო, იყო გამოწვევები, გარკვეული არეულობის მცდელობებიც იყო, დაპირისპირების, კანონის გადაცდომების, მაგრამ არავის უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. 2020 წელი იქნება საკმაოდ საინტერესო. არის გამოწვევები და ყველაზე დიდი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ასევე არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად იზრდება ჩვენი ეკონომიკა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდა.

შეცდომებიც იყო. უცებ რაც მახსენდება, მაგალითად, გავრილოვის პარლამენტში შეყვანა და სპიკერის სავარძელში დაჯდომა, რამაც ახალგაზრდების გულისწყრომა გამოიწვია. თუმცა, შემდგომ განვითარებული მოვლენები ეს არის უპასუხისმგებლო, კონკრეტული ოპოზიციის ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები პარლამენტში შევარდნასთან დაკავშირებით. რაღაც შეცდომები იყო, შეცდომები ყოველთვის არის“, – განაცხადა კახი კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თვითონაც მიიჩნევს თუ არა ბიძინა ივანიშვილს თანამედროვე ექვთიმე თაყაიშვილად, კალაძემ უპასუხა, რომ შედარებები არასწორია.

“შედარებების გაკეთება არ მიყვარს. ბიძინა – ბიძინაა, ექვთიმე – ექვთიმეა. ორივეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის და ხალხის წინაშე ძალიან ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული. ამიტომ შედარებები ვფიქრობ, არასწორი იქნებოდა გამეკეთებინა და ამაზე ხაზი გამესვა”, – აღნიშნა მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები