LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს – რა გახდა ამის მიზეზი

287
ბიძინა

“ქართული ოცნების” დღევანდელი სხდომა ერთი დეპუტატისთვის არასასიამოვნო შედეგებით დასრულდა. უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებით, ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს. 

ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს, რომლის თანახმადაც გეგიძის ბოლოდროინდელი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდა პარტიის პოზიციებთან. ეს კი საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა.

ბიძინა გეგიძე ამ დრომდე რჩება მმართველი პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს წევრად. პარტიიდან გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება, შიდა წესდების თანახმად, პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g