ოლიმპიადაზე ბილეთების 107% გაყიდეს, მაგრამ ტრიბუნები ცარიელი იყო.
ოლიმპიადის ბოლო დღეს საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი ლი ხი ბომი აღტაცებით ყვებოდა წარმატებებზე – მათ შორის გაირკვა, რომ შეჯიბრებებზე ბილეთების 107,7% გაყიდულა.

არადა, ფოტოებს თუ დახედავთ…

 

The Wall Street Journal ოლიმპიადის დღეებშიც წერდა სახელმწიფო სტრუქტურების გავლით ბილეთების გავრცელების სისტემაზე. მაგალითად, სეულის საქალაქო ადმინისტრაციამ 42 ათასი ბილეთი შეიძინა, რაც გადანაწილდა მცირე შემოსავლიან ოჯახებზე, სახმოსამსახურეებსა და ვოლონტიორებზე. სწორედ ამით აიხსნება გაყიდვების მაღალი სტატისტიკა.

ორგანიზატორებმა კი უპასუხეს, რომ ბევრი ადგილი დაჯავშნილი იყო სპორტსმენებისთვის, მათი ნათესავებისა და სპონსორებისთვის, თუმცა ზუსტ ციფრებზე საუბარი არ ისურვეს.

 

10 თებერვალი, კერლინგი

 

 

12 თებერვალი, ტრამპლინიდან ხტომა

 

13 თებერვალი, სამთო თხილამურები

 

14 თებერვალი, სნოუბორდი

 

14 თებერვალი, ფიგურული ციგურაობა, წყვილების მოკლე პროგრამა

 

ჰოკეის ფინალი რუსეთი-გერმანია

 

ოლიმპიური ბილეთის საშუალო ფასი დაახლოებით 70 დოლარს შეადგენდა.

მსგავსი თემები