LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლეიკ ლაივლისა და რაიან რეინოლდსის რომანტიკული დაბრუნება ხანგრძლივი პაუზის შედმეგ (ფოტო)

420

უკვე დიდი ხანია რაც ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი ერთად არ გამოჩენილან. მათი განცხადებით, ისინი აქტიური გადაღებებითა და შვილების აღზრდით არიან დაკავებულები. ამჯერად კი მეუღლეებმა მედიისთვისაც მოიცალეს და ნიუ-იორკში ფილმის „ბოლო პორტრეტი“ პრემიერას დაესწრნენ. სტენლი ტუჩის ახალი ფილმის ჩვენებაზე 30 წლის ლაივლი და 41 წლის რეინოლდსი ხელჩაკიდებულები მივიდნენ, ფანებთან ფოტოებიც გადაიღეს და თბილი გრძნობების დემონსტრირებასაც არ მოერიდნენ.

ლაივლიმ და რეინოლდსმა სამოსიც ჰარმონიულად შეახამეს. ლაივლი, რომელმაც ცოტა ხნის წინ იმშობიარა, თეთრი და ნაცრიფერი ფერის კუბოკრულ კაბაში იყო გამოწყობილი. რეინოლდსმა კი არჩევანი კლასიკურ ნაცრიფერ პიჯაკზე გააკეთა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები