„ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა მორალურად და პოლიტიკურად კატასტროფაა“, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის საკითხს.
„ჩემი პოზიცია ცნობილია – სააკაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია. არ დავიჭერდით, პოლიტიკაში რომ არ ყოფილიყოო, ასე თქვა ღარიბაშვილმა. მას როგორც მოექცნენ, ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა არა მისი მომხრეებისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის. ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა მორალურად და პოლიტიკურად კატასტროფაა.
ის, რომ დღეს სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და სპიკერები არიან: ხაჭაპურიძე, გელბახიანი, თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე და ეს ხალხი, ეს არის მორალური კატასტროფა.
ეს არის ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა, მათ შორის სააკაშვილიც შედის და მისი გარემოცვაც, ვინც აირჩია ეს გზა, რომ ივანიშვილის მეთოდებით და ღირებულებების გარეშე უნდა მოიპოვო ძალაუფლება, უნდა დაემსგავსო ივანიშვილს და „ოცნებას“, რომ მოუგო. ამ არჩევანმა მიიყვანა აქამდე ეს ვითარება. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებელია სააკაშვილი, მაგრამ ისინიც, ვინც მის გარშემო ან ფანატიკური მიზეზებით ან მედროვეობით არიან, ამ ყველაფერს მხარს უჭერდა ან ჩუმად იყო“, – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტის კიდევ ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები უკრაინას უკავშირდება და არა საქართველოს.
მანამდე კი სააკაშვილის შვილმა, ედუარდმა განაცხადა, რომ მამამისი ქართულ პოლიტიკაში თავს ვეღარ ხედავს.
გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: „როგორც ჩანს რეალურია“