LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია საშვის გარეშე მაინც ვერ შემოდიოდა და რას უყარეს კენჭი, ვერ მივხვდი, სახუმარო და ანეკდოტის თემაა: ზარქუა “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებზე

129
ირაკლი ზარქუა

“სულ რამდენიმე კანდიდატი ჰყავდათ პარლამენტში – ერთი შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე ტოვებს პარტიას და ბოკერია ისედაც საშვის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?” – ამ კითხვით ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პარტია პარლამენტში არ შედის.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შედის – პოლიტსაბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ზარქუას თქმით, პარტიის წევრები ბოლომდე დაადგნენ მარგინალიზციის გზას და გაშიფრულები არიან, ხოლო ის, ვინც ჩამოყალიბდა, მიხვდა, რომ დიალოგსა და დებატებს ალტერნატივა არ აქვს.

ტარიელ ნაკაიძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა და პარლამენტში შედის

“როგორც გავიგე, “ევროპულ საქართველოს” ჰქონდა პოლიტსაბჭო და გადაწყვიტეს, რომ პარლამენტში არ შემოდიან. სულ რამდენიმე კანდიდატი ჰყავდათ პარლამენტში – ერთი შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე ტოვებს პარტიას და ბოკერია ისედაც საშვის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?!

ეს მათი არჩევანია, როგორც უნდათ ისე მოიქცენენ. ბოლომდე დაადგნენ მარგინალიზციის გზას, ისედაც გაშიფრულები არიან, ხოლო ის, ვინც ჩამოყალიბდა მიხვდა, ალტერნატივა დიალოგს, დებატებს დისკუსიას არ აქვს, აგერ არიან წარმოდგენილები. ბოკერია საშვის გარეშე მაინც ვერ შემოდიოდა და რას უყარეს კენჭი მაინც ვერ მივხვდი. სახუმარო და ანეკდოტის თემაა.” – თქვა ზარქუამ.

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველო” პარლამენტში არ შედის. პარტიის გადაწყვეტილება გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ დღეს გამოაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის პარლამენტი არალეგიტიმურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g