LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

198
106372790-1580863201172gettyimages-1198660829-2020-03-03-14-42-57-327175

ახალი კორონავირუსის ეპიცენტრ ქვეყანაში, ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში “კოვიდ-19”-ს მხოლოდ 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევებიდან 17 უხანში, ერთი პეკინში და ერთიც გუანდონგში დადასტურდა. ჩინური მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების მსგავსი კლების ფონზე, ჩინეთი განიხილავს მკაცრი კონტროლი დააწესოს მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამომსვლელებზე.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ უხანში საგანგებოდ აშენებული 19 საავადმყოფოდან 16 უკვე დაიკეტა. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დანარჩენი საავადმყოფოებიც, პაციენტების მხრიდან ნაკლებმიმართვიანობის გამო, მალე დაიხურება.

უხანის პროვიანციაში, ვირუსით ნაკლებმომართვიანობის გამო, საავადმყოფოებს ხურავენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები