LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 1 706 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 41 801 მოქალაქე

58
Untitled design (3)

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 41 801 ადამიანია აცრილი.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვაქცინა გაიკეთა 1 706-მა ადამიანმა.

ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს, “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.

ამ ეტაპზე მიზნობრივი ჯგუფები იცრება როგორც “ასტრაზენეკას”, ასევე “ფაიზერის” ვაქცინით.

27 აპრილიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რეგისტრაცია გაიარონ “სინოფარმით” ვაქცინაციისთვის.

მოქმედებს ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის ვებპორტალიც.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ამ დროის მონაცემებით, პორტალზე დარეგისტრირებულია 61 000-ზე მეტი მსურველი.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას: დღეს მონაცემები ასე გამოიყურება:

გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 1 551 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 878 პაციენტი, გარდაიცვალა 17 ადამიანი.

პოპულარულები