LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლოს კინოში როდის ვიყავი, არ მახსოვს – კახა კალაძე

151
74152634-1964476780322415-1086671981958397952-o (2)

თბილისის მერი კახა კალაძე ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერასთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოების უსაფრთხოებას მაქსიმალურად დაიცავს. ამასთან მან განაცხადა, რომ ფილმი თავად ნანახი არ აქვს და მეტიც, დრო საერთოდ არ აქვს ფილმების საყურებლად.

„სად მაქვს ფილმის ყურების დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ესეც კი არ მახსოვს,”-განაცხადა თბილისის მერმა. 

ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ნაწყვეტი ვრცელდება (ვიდეო)

ფილმის პრემიერაა ხვალ, 8 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

პრემიერამდე ფილმს უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც დააანონსა, რომ პარასკევს 16 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბებიან, დაიყოფიან ხუთ ჯგუფად და დაიძრებიან კინოთეატრებისკენ. 

შევალთ საოპერატოროში, ვთიშავთ ფილმს — ვასაძე ფილმის And Then We Danced-ის სეანსის ჩაშლას გეგმავს

მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ პარასკევს 16 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბებიან, დაიყოფიან ხუთ ჯგუფად და დაიძრებიან კინოთეატრებისკენ

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს.

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საპატრიარქო ძალადობას ემიჯნება, მაგრამ ფილმი მათთვის მიუღებელია.

როგორია შსს-ს რეაგირება ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მიმართ გაჟღერებულ მუქარებზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები