LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბორჯომი ლიკანი” კოვიდგადატანილებს სარეაბილიტაციო პროგრამებს სთავაზობს: ძალების აღდგენის მარტივი გზა

89
5b1d1dc41d41c85a45328492

საპარტნიორო ფონდმადა მისმა შვილობილმა კომპანიაბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა სარებილიტაციო პროგრამების შესახებ, დარგის  წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გამართეს. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გამართულ შეხვედრაზე „ბორჯომი ლიკანის“ სამედიცინო ცენტრმა კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებული უნიკალური სარეაბილიტაციო პროგრამები  წარადგინა.

„საპარტნიორო ფონდის ინიციატივაა, რომ ის დიდი პოტენციალი, რომელიც საქართველოს კურორტების განვითარებისა და  სამედიცინო ტურიზმის კუთხით  გააჩნია, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული პოსტკოვიდური პერიოდის გამოწვევების დასაძლევად. ამიტომ, მოვიწვიეთ ამ დარგის მედიცინის სპეციალისტები, მთავრობის წარმომადგენლები, იმ კლინიკების ხელმძღვანელები, სადაც კოვიდდაავადებული პაციენტები მკურნალობენ და ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა გამოგვივიდა.  ჩვენი ინიციატივაა, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ თავისი უნიკალური სამედიცინო პოტენციალით იყოს ერთ-ერთი პილოტპროექტი საქართველოში პოსტკოვიდის პერიოდში სამედიცინო ტურიზმის განსავითარებლად“, – განაცხადა დავით საგანელიძემ

„ბოლო პერიოდში პოსტკოვიდური სინდრომი სერიოზულ პრობლემად იქცა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები ხშირად დაღლილობას, სისუსტეს, უძილობას და მრავალ სხვა გართულებას დაავადების დამარცხების შემდეგაც უჩივიან, სწორედ ამიტომ „ბორჯომი ლიკანის“თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი მათ სთავაზობთ კვალიფიციური მედპერსონალის მიერ შერჩეულ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ამას ემატება ლიკანის უნიკალური კლიმატი, წიწვოვანი ტყეების გამაჯანსაღებელი ჰაერი, ჟანგბადის მაღალი შემცველობა, ვულკანური წარმოშობის მინერალთა უნიკალური კომპლექსის სამკურნალო წყალი, რაც საერთო ჯამში, ვირუსგადატანილ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში აღიდგინონ ძალები“, – აღნიშნა სასტუმროს დირექტორმა კობა აბულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები