LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდებულის გადაწყვეტილებით, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ

262
Capture

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ. ეს გადაწყვეტილება თავად მკვლელობაში ბრალდებულმა მიიღო.

თელავის რაიონულ სასამართლოში 14 წლის შახმაროვას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული არცერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს და 28 წლის კაცის გადაწყვეტილებით, საქმე ნაფიც მსაჯულებს არ გადაეცემათ.

POG: აითაჯ შახმაროვას მკვლელობისთვის დაკავებულს, ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმდა

იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება, პროკურატურის შუამდგომლობით სხდომა დახურულია.

საქმე ეხება 14 წლის მოზარდს, აითაჯ შახმაროვას, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლა კაცმა, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. მოზარდის წინააღმდეგობის და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მოკლა და მიიმალა. საქმის ფარგლებში ახლა სულ ხუთი პირია დაკავებული.

ვიდეო: „არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას.. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა“ – რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

„ჩემი შვილი მოიტაცეს. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ბიჭმა მითხრა, აქ თუ ჩამოხვალ შენც მოგკლავო“ – საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედის პირველი კომენტარი

ვიდეო: „მაგარი გოგო იყო..ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს“ – რას ჰყვება 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის მამა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები