LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილი მოიტაცეს. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ბიჭმა მითხრა, აქ თუ ჩამოხვალ შენც მოგკლავო“ – საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედის პირველი კომენტარი

3276
Untitled design (1)

საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედა ტრაგედიის შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.

ქალბატონის განცხადებით, მისი შვილი ოჯახის თანხმობის გარეშე მოიტაცეს. 14 წლის მოკლული გოგოს დედა ითხოვს, რომ მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

საგარეჯოში 14 წლის გოგო, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

ვიდეო: „მაგარი გოგო იყო..ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს“ – რას ჰყვება 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის მამა

„ჩემი შვილი მოიტაცეს. ეს არ მომხდარა ოჯახის თანხმობით. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ბიჭმა მითხრა — აქ თუ ჩამოხვალ შენც მოგკლავო. ახლა კი ხედავთ, რა უბედურებაც მოხდა. ჩემი გოგო მინდორში წავიდა ხბოს მოსაყვანად, ეს ბიჭი კი იქ დამალული იყო. გოგომ გაქცევა სცადა, მაგრამ დაიჭირა და წიხლები ურტყა, მერე ხეზე მიაბა და ისე სცემა შემდეგ კი სახლში წაიყვანა.

ჩემმა შვილმა უთხრა, მხოლოდ 14 წლის ვარ, არ მიყვარხარ, თავი დამანებე თორემ 112-ში დავრეკავო.. იმან კი ამოიღო იარაღი და მოკლა. ვითხოვ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ მკვლელს“, – აცხადებს 14 წლის მოკლული გოგოს დედა.

„შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია“ – სახალხო დამცველის განცხადება

ნათია ფანჯიკიძე: „14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ერთი მხრის მიერ ბავშვის გაყიდვა, მეორე მხრის მიერ ბავშვის გატაცება“

 

საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედის პირველი კომენტარისაგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედის პირველი კომენტარიPosted by Formula • ფორმულა on Saturday, 7 October 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g