LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი ტრაგედიაა, რაც მოხდა… გვეგონა ბედნიერად ცხოვრობდნენ, თურმე ორი თვის გაშორებულები ყოფილან… ბოლო კონფლიქტის დროს ფიზიკურად შემეხო და ამას არ ვაპატიებო“ – რას ჰყვება ახლობელი რუსთავში მოკლულ დედა-შვილზე და ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცზე

1293
რუსთავში მომხდარი მკვლელობა

22 მაისს რუსთავში, ქალაქის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვიც.

ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე 27 წლის კაცი დააკავეს.

რუსთავში, 21 წლის ცოლის და სიდედრის მკვლელობის ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს – მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

„5 გასროლის ხმა იყო… ვნახეთ 2 გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა“ – რუსთავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

„კვირის პალიტრასთან“ ახლობელი წყვილის ურთიერთობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ წყვილმა ოჯახი სიყვარულით შექმნა და ამ ტრაგედიის შემდეგ გახდა მათთვის ცნობილი, რომ ისინი ორი თვის გაშორებულები ყოფილან.

„შოკირებულები ვართ ყველანი ამ ამბით. მარიამს და გიორგის ვიცნობდი. სიღნაღში ვცხოვრობ, გიორგი რესტორანში მოვიდა მემწვადედ და იქ გავიცანით ერთმანეთი. ჩვენთან მუშაობდა ერთი წელი. აქ მუშაობდა ასევე მარიამი, აქ გაიცნეს ერთმანეთი და მათი სიყვარულიც აქ დაიწყო. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ყველანი მათი სიყვარულის თვითმხილველები ვართ და ამიტომ მართლა შოკირებული და გაოგნებული ვარ ამ ამბით. მას შემდეგ რაც ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ უბრალოდ შოკი გვაქვს ყველას. უზომო სიყვარული ჰქონდათ.

მარიამი ჩვენთან რესტორანში მიმტანად მუშაობდა. მას დეიდა ჰყავს სიღნაღში და ზაფხულობით სულ ჩამოდიოდა დეიდასთან. დეიდაშვილები მისი თანატოლები არიან. ზაფხულში დრო რომ უქმად არ დაეკარგა, ჩვენთან დაიწყო მუშაობა, რომ შემოსავალი ჰქონოდა და ოჯახსაც დახმარებოდა.

ბიჭი ჩვენთან მემწვადედ მოვიდა თავიდან, მერე ისიც მიმტანად მუშაობდა, რადგან კომუნიკაბელური იყო, ენებიც იცოდა. დღეს მთელი დღე კომენტარებს ვკითხულობ და იმდენად ცუდი კომენტარებია, რომ მეტირება. მართლა საშინელება ჩაიდინა, იმდენად კარგი ადამიანი იყო გიორგი, რომ ვერ წარმოვიდგენდი მისგან ასეთ დანაშაულს.

უზომოდ კეთილი ბიჭი იყო, კარგის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია სამწუხაროდ. ნეტა გენახათ როგორ სიყვარული ჰქონდათ. ნიშნობაც ჩვენს რესტორანში ჰქონდათ. რუსთავიდან აქ ჩამოვიდნენ, რადგან აქ გავიცანით ერთმანეთი და ჩვენი სიყვარული აქ დაიწყო, აქ აღვნიშნავთო. ისე რუსთავში ცხოვრობდნენ, როგორც ვიცი, ნაქირავები ჰქონდათ ბინა. აქ აღნიშნეს ქორწინება. უზომოდ გვიხაროდა ისეთი ბედნიერები იყვნენ.

„ინგა მშრომელი გოგო და მრავალშვილიანი დედა იყო, შვილები წვა­ლე­ბით გა­ზარ­და, ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნე­თის პატ­რო­ნე­ბი იყ­ვნენ“ – რას ჰყვებიან რუსთავში მოკლულ დედა-შვილზე

მკვლელობა რუს­თავ­ში, დუმ­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე დღეს მოხდა. მა­მა­კაც­მა ცოლი და სი­დედ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა.

ეს სუფრა შარშან, ზაფხულში იყო და არ ვიცი რა უნდა მომხდარიყო ერთ წელიწადში ასეთი, რომ საქმე ამხელა ტრაგედიამდე მივიდა. სანამ შეუღლებოდნენ ერთი წელი უყვარდათ ერთმანეთი და ამის მერე გადაწყვიტეს ქორწინება. ორმხრივი გრძნობა იყო. მარიამი ძალიან ლამაზი, თოჯინასავით გოგონა იყო. თავისი ფული რომ ჰქონოდა ამიტომ მუშაობდა. უჭირდა ეკონომიურად ოჯახს. 5 დედმამიშვილები არიან, მამა არ ჰყავთ, მარიამისგან ვიცი, პატარები მიგვატოვაო და დედამ წვალებით გაზარდა. დედამისი ნიშნობაზე გავიცანი. იყვნენ სუფრაზე მისი და ძმები. ულამაზესი და ჰყავს, რომელიც მოდელია და როგორც ვიცი, ის გოგონაც მუშაობს და ეხმარებოდა ოჯახს. დანარჩენები პატარები არიან. 9 წლის, 12 წლის, 16 წლის.

ამ ტრაგედიის შემდეგ სოციალური ქსელიდან გავიგე, რომ თურმე გიორგი და მარიამი ორი თვის გაშორებულები ყოფილან. ჩვენ გვეგონა ბედნიერად ცხოვრობდნენ. ძალიან დიდი შოკია, ჩვენ თვალწინ გაზრდილი ბავშვები და ასეთი საშინელი ამბავი. გიორგი სიღნაღის ერთ ერთი სოფლიდან არის. მამამ გაზარდა, როგორც ვიცი, დედ-მამა გაცილებულები არიან. ჰყავს უფროსი და, რომელიც ჩვენთანაც არის ნამყოფი. უზომოდ კარგი პიროვნება იყო და უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ეს დანაშაული გიორგიმ როგორ ჩაიდინა. რომ გავიგეთ დღეს ეს ამბავი, მართლა არ დავიჯერე.

არ არსებობს გიორგის ჩაედინა- მეთქი, მართლა ჭორი მეგონა, იმასაც ვიძახდი, ალბათ სხვა არის ამ სახელი და გვარით მეთქი, მაგრამ ფოტოები დაიდო და უკვე ცხადი იყო სამწუხაროდ ყველაფერი. აჭრელებულია ყველაფერი. წარმოუდგენელია რატომ მოხდა ეს არ ვიცი, რა შეიძლება მომხდარიყო ისეთი, რომ გიორგიმ მსგავსი რამ ჩაიდინა.

ნაქირავებში ცხოვრობდნენ, რომ წავიდნენ მერე არ მქონია ხშირი ურთიერთობა, შვილის შეძენა მივულოცე და ორსულობის პერიოდში ვიგებდით მარიამის ამბებს, რადგან ჰემოგლობინი დაბალი ჰქონდა. მივულოცეთ შვილის შეძენა და ბედნიერები და გახარებულები იყვნენ.

თვეების არის მათი შვილი და რა უნდა მომხდარიყო ამ ერთ წელში, რომ ეს დატრიალდა. მისმა მეგობრებმა დამირეკეს, ყველა ერთმანეთს ვეკითხებით და არ ვიცით რა მოხდა. მარიამის დეიდა, რომელიც აქ ცხოვრობს ამჟამად გერმანიაში სამუშაოდ წასული.

მარიამის დედას, ინგას კიდევ ორი და ჰყავს სულ ოთხნი იყვნენ ისინი. ინგას როგორც ვიცი ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. უზომოდ კარგი იყო მარიამი, პატარა თოჯინა, ისეთი საყვარელი, ლამაზი, წყნარი, მშვიდი გოგონა და ახლა დარჩა ობლად მისი პატარა ბიჭიც. მარიამისგან ვიცი, პატარები ვიყავით მამამ რომ დაგვტოვაო და დედა ზრდიდა წვალებით. გაშტერებულები ვართ, ვერაფრით წარმოვიდგენ ამას. რამ მიიყვანა გიორგი ამ მდგომარეობამდე. ვიღაცებმა დაწერეს ორი თვეა დაშორებულები არიან და სულ მოდიოდა და ცდილობდა შერიგებას, მაგრამ მარიამი არ ურიგდებოდა, რადგან ბოლო კონფლიქტის დროს ფიზიკურად შემეხო და ამას არ ვაპატიებ, აღარ შევურიგდებიო. ორივე იყვნენ ანგელოზები და ჰქონდათ წრფელი, ნამდვილი სიყვარული და მერე ერთ წელში რა მოხდა, არ ვიცი. ასეთი ფაქტი ჩაიდინა გიორგიმ და არ ვამართლებ რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად კარგი ადამიანია მასზე ცუდის თქმა მართლა არ შემიძლია და გული მტკივა სოციალურ ქსელში კომენტარებს რომ ვკითხულობ. დიდი ტრაგედიაა, რაც მოხდა“

იხილეთ ვრცლად ბმულზე