რუსთავში არასრულწლოვანმა შუახნის ასაკის მამაკაცი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლამდე ასაკის არის.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
