LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი „ოქროს გლობუსზე“ 14 წლის შემდეგ პირველად ერთად გამოჩნდებიან

348
brad-aniston-news2345

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვების ცერემონია ყოველთვის იქცევს ყურადღებას. ამჯერად დაჯილდოვება ბევერლი-ჰილზში 5 იანვარს გაიმართება, მედია კი უკვე მსჯელობს საინტერესო კოლაბორაციებსა და გამოსვლებზე. წელს პირველად ნომინაციაში ,,წლის მსახიობი ქალი და მამაკაცი” ერთდროულად წარდგენილნი არიან 55 წლის ბრედ პიტი და 50 წლის ჯენიფერ ენისტონი. ფანებისთვის ეს კიდევ ერთი დამატებითი შანსია, წყვილი ერთად ნახოს.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილის დაშორებიდან 14 წელი გავიდა, ფანები არ კარგავენ იმედს, რომ მსახიობებს ოდესმე ერთად ისევ იხილავენ. ზოგადად ენისტონისა და პიტის ერთად ხილვა დიდი იშვიათობაა. ბრედ პიტი წელს „ოქროს გლობუსზე“ წარდგენილია ფილმით „ერთხელ ჰოლივუდიში“, ხოლო ჯენიფერ ენისტონი სერიალით „დილის შოუ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები