LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი და ლედი გაგა ახალ მძაფრსიუჟეტიან ფილმში ითამაშებენ

295
pittgaga

რეჟისორმა დევიდ ლიტჩმა უკვე დაიწყო მუშაობა ახალ მძაფრსიუჟეტიან ფილმზე „ჩქაროსნული მატარებელი“, რომელიც ეკრანებზე მომდევნო წელს უნდა გამოვიდეს. ცნობილია, რომ ფილმში მთავარ როლზე უკვე დაამტკიცეს ბრედ პიტი, დღეს კი გაირკვა, რომ გადასაღებ მოედანზე მას ლედი გაგაც შეუერთდება. ესა არის პირველი პროექტი გაგასთვის, მას შემდეგ რაც ფილმმა „ვარსკვლავის დაბადება“ მას არნახული წარმატება მოუტანა.

ცნობილია, რომ ფილმს კოტარო ისაკის ბესტსელერის მიხედვით გადაიღებენ. სიუჟეტის ცენტრში 5 სერიული მკვლელია. ისინი ერთ დავალებას იღებენ. მოვლენების ეპიცენტრში ჩქაროსნული მატარებელია, სადაც დაქირავებულ მკვლელებს საკუთარი თავის გადარჩენისთვსაც უწევთ ბრძოლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები