წლევანდელი SAG Awards-ის დაჯილდოვება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტით დაგვამახსოვრდა. ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი ერთმანეთს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ შეხვდნენ. გარდა იმისა, რომ ორივე მათგანი წელს SAG Awards-ის გამარჯვებული გახდა, პიტმა ჯილდო წლის მამაკაცი მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო. ჯენიფერ ენისტონმა კი, საუკეთესო დრამატული როლისთვის სერიალში „დილის შოუ.“
ყველაზე ემოციური მომენტი, გარდა პიტისა და ენისტონის კულისებში შეხვედრისა, გახდა კადრი, როდესაც ბრედ პიტი ჩერდება, ეკრანისკენ ტრიალდება და ჯენიფრ ენიტონის სცენაზე ასვლას და სიტყვით გამოსვლას ადევნებს თვალს.