LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი რეტრო სტილში –  57 წლის მსახიობი ახალი ფილმის გადაღებებზე გამოჩნდა

382
bradpitt924

ბრედ პიტი პაპარაცებმა გადასაღებ მოედანზე გადაიღეს, როდესაც მსახიობი დემიენ შაზელის ახალ ფილმზე მუშაობდა. 57 წლის ვარსკვლავი 20-იანი წლების სტილში იყო გამოწყობილი, რადგან სავარაუდოდ, ფილმში მოვლენები სწორედ ამ დროს ვითარდება. პიტს ნაცრისფერი კლასიკური შარვალი, პერანგი და ძველის სტილის ფეხსაცმელი ეცვა. ვარცხნილობა კი სწორედ ისეთი  ჰქონდა, როგორც ყველა მამაკაცს 20-იან წლებში. დემიენ შაზელის რეჟისორობით გადაღებულ ახალ ფილმზე ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ მისი სახელწოდებაა „ბაბილონი“.

ასევე ვიცით, რომ ფილმში ქალის მთავარ როლს მარგო რობი ასრულებს და ის 200-იანი წლების მსახიობს, კლარა ბოუს განასახიერებს.

ფილმის პრემიერა 2022 წელსაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები