LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს

60
Untitled design

ბრიტანეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს –ამის შესახებ გაეროში გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, “ითამაშოს თავისი როლი” უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შექმნაში, თუ კიევი ამას ითხოვს.

ვუდვორდმა ამის შესახებ განაცხადა კითხვის საპასუხოდ – შეუძლია თუ არა ლონდონს, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი.

ბარბარა ვუდვორდმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება უკრაინას მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს და რომ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი მთლიანი თანხა 400 მილიონ ფუნტ სტერლინგს აჭარბებს.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის თითქმის ყოველდღე აქვთ სატელეფონო საუბარი.

“რაც ჩვენ გვინდა, არის ის, რომ დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია, დავასრულოთ ეს ომი და უზრუნველვყოთ რუსული ძალების გაყვანა. მოხარული ვიქნებით, ამაში ჩვენი როლი შევასრულოთ. თუ უკრაინის მთავრობა ამას გვთხოვს – დიახ”, – აღნიშნა ვუდვორდმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g