LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში “ასტრაზენეკას” ვაქცინით მოსახლეობის აცრა დღეს იწყება

151
FORTUNA.GE-

კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი პანდემიის წინააღმდეგ გლობალური რეაგირებისთვის – ასე შეფასდა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება, რომელიც მასშტაბური ვაქცინაციის პროცესში კიდევ ერთი ვაქცინის – “ასტრაზენეკას” ჩართვას გულისხმობს.

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია “ასტრაზენეკას” მიერ შექმნილი ერთობლივი ვაქცინის გამოყენება, სახელმწოფოში დღეიდან ნებადართულია.

პირველ ეტაპზე, ვაქცინაცია ჩატარდება ინგლისის ექვს საავადმყოფოში. ბრიტანეთს უკვე მზად აქვს ვაქცინის 530 000 დოზა.

ქვეყნის მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ პროგრამა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და თვეების განმავლობაში ვაქცინის დოზა ათ მილიონამდე გაიზრდება.

“ეს არის გადამწყვეტი მომენტი ამ საშინელი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვიმედოვნებ, რომ ის ყველას იმედს მისცემს, რომ ამ პანდემიის დასასრული ჩანს.” – ასე შეაფასა ვაქცინაციის დაწყება ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის დაშვების შემდეგ, დიდი ბრიტანეთი ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია “ასტრაზენეკას” მიერ შექმნილი კოვიდვაქცინის გამოყენებაზეც ნებართვა 30 დეკემბერს გასცა.

“ასტრაზენეკას” მწარმოებლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათ მიერ წარმოებული ვაქცინა გახდება – “ვაქცინა მსოფლიოსათვის”

 

“ფაიზერის” შემდეგ “ასტრაზენეკა” – დიდმა ბრიტანეთმა ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები