LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში დღეიდან ვაქცინაცია იწყება

101
Pfitzer

დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამა დღეიდან იწყება.

Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან.

ვაქცინის შენახვა -70 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე უნდა მოხდეს, როგორც ცნობილია, ჩვეულებრივ მაცივარში ის მხოლოდ 5 დღის განმავლობაშია ვარგისი.

ვაქცინაცია თავდაპირველად მხოლოდ 50 საავადმყოფოში განხორციელდება.

პირველი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 800 000-მდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში კი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელადაა საკმარისი.

პროგრამის დაწყებას ქვეყნის პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა

„დღევანდელი დღე გაერთიანებული სამეფოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია,“ – აღნიშნა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად 2 დეკემბერს დაამტკიცეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g