LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა

1436
BeFunky-collage (2)

84 წლის ასაკში მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა.

ბუბა კიკაბიძე 1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961–1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978).

კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვები.

რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა” მწუხარებას გამოთქვამს ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მომღერლის ოჯახს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები