წლევანდელი SAG Awards-ის ერთ-ერთი გამორჩეული ნომინანტი ემა ქორინი გახდა. წელს ის ნომინირებული იყო ,,ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის” სერიალიდან „გვირგვინი“, თუმცა წელს მთავარი ჯილდო ჯილიან ანდერსონს ერგო. სამაგიეროდ სერიალმა საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისთვის მთავარი პრიზი მიიღო და პრინცესა დაიანას როლის შემსრულებელი ემა ქორინი მაინც მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში.
25 წლის ემა, რომელსაც ბრიტანეთის ახალ პრინცესას ეძახიან, ონლაინ დაჯილდოვებაზე ბრწყინავდა „პრადას“ ორიგინალურ კაბაში. საღამოს კლასიკური კაბა უცნაური დეტალით, სასკოლო ფორმის მსგავსი, პლისირებული ქვედაბოლოთი იყო გაფორმებული, ანსამბლს კი ბათინკები ასრულებდა.
მოდის ექსპერტები წერენ, რომ ამით ემა ქორინი ჰგავს კიდევაც პრინცესა დიანას, რადგან ლედი დის მსგავსად, ისიც „ბუნტის კაბებს“ ანიჭებს უპირატესობას.