ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე პირველ თებერვალს შეზღუდვების მოხსნის ან შემსუბუქების მომხრეა. თუმცა ცერცვაძე განმარტავს, რომ ესეც გარკვეულწილად იმ შემთხვევაში თუ ამ შემსუბუქების და მოხსნის პარალელურად, მოხდება მოქმედი რეგულაციების გამკაცრება.
„სტაბილიზაცია აშკარად არის. მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რაოდენობა არის ათასიდან ორი ათასამდე. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს რიცხვი პირველი თებერვლისთვის კიდევ უფრო დავიდეს ქვემოთ. მე ცალსახად ვემხრობი პირველი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნას ან შემსუბუქებას, ოღონდ იმ პირობით, თუ ამ შემსუბუქების და მოხსნის პარალელურად, მოხდება მოქმედ რეგულაციებზე, მხედველობაში მაქვს პირბადე, სოციალური დისტანცირება თუ სხვა, კონტროლის გამკაცრება“, – განაცხადა ცერცვაძემ.