საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა „ვივა მედში“ “ემპათიას” მედიკოსები დღეს მივლენ.
მანამდე, მიხეილ სააკაშვილის დედა შვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება მისაღებია.
კობახიძე სააკაშვილზე: საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია
ალასანიას თქმით, ექიმები ამბობენ, რომ არ აქვთ გამოცდილება ამდენი დიაგნოზის ერთდროულად მართვის.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ექიმების, ამ ჯგუფის. უკვე დეტალურად, გადაწყვეტილება არის მისაღები, ნამდვილად ძალიან მძიმედაა, კი ცდილობს ხოლმე რაღაც არ შემამჩნევინოს, მაგრამ მე სულ მაქვს შიში, რომ ახლა უცებ არ გაიშოტოს ჩემ წინ, იმიტომ, რომ ადამიანი ძაფზე კიდია.
გადაყვანა უსათუოდ, რატომ იცით, ცალ-ცალკე ეს დიაგნოზები, რომლებიც მას აქვს დასმული აქაც შესაძლებელია მოევლოს, მაგრამ ბევრი როცა ერთად იყრის თავს, როგორც თვითონ ექიმები ამბობენ, ასე ერთად, არ ჰქონიათ ამის გამოცდილება ჩვენთან”, – განაცხადა გიული ალასანიამ.