ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა…შანტაჟით ბრძენ ხალხს ვერ შეაშინებთ, – ასე ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ ჩალაძემ თქვა: „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.
“ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა: უსამართლობა სამართლიანობაა, უკანონობა- კანონიერება, სისხლისღვრა-მშვიდობა და სამართალი არის ის რასაც ვიტყვით ჩვენ!
თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ. ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კი კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს!”, – წერს რატი ბრეგაძე.