„ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამით გონება დავკარგე, დავეცი“, – ამის შესახებ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ წაიკითხა.
სასამართლო პროცესზე გიორგი არევაძემ პენიტენციური დაწესებულებიდან ოქმი და კლინიკა “ვივამედიდან” ცნობა წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, მკურნალი ექიმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ გასცემს.
პენიტენციური ოქმში წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს, რაზედაც მესამე პრეზიდენტმა აღნიშნული მინაწერი გააკეთა.
„ძალიან სუსტად ვარ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტებს, მათ შორის, ნევროლოგ ოთარ თოიძეს დაკითხავენ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს.