LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება

268
ჭავჭავაძის-გამზირი

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია სავარაუდოდ, გაზაფხულზე დასრულდება. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დღეს დაიწყო და ორი თვის ვადაში უნდა დასრულდეს, ამის შემდეგ კი, რეაბილიტაციის საბოლოო, მეოთხე ეტაპი დაიწყება.

„დღეს დავიწყეთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი. პრინციპი იგივე გვაქვს, როგორც აქამდე ვმუშაობდით, რაც გულისხმობს როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას. დაიწყო კავსაძის ქუჩიდან ვაკის პარკის მიმართულებითილ მოფრეზვითი სამუშაოები. შემდეგ სამუშაოს გააგრძელებს კომპანია GWP კანალიზაციის და წყლის სისტემის შესაცვლელად. რაც შეეხება სამუშაოების რეჟიმის და ვადებს, მუშაობა 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს. პირველ ეტაპზე რთულია კონკრეტული ვადების განსაზღვრა, ვვარაუდობთ, რომ ამ მონაკვეთს ორთვიანი ვადაში დავამთავრებთ. ზუსტი ვადების დასახელება ვიდრე მიწის სამუშაოები არ დაიწყება და არ ვნახავთ, რა მდგომარეობა დაგვხვდება მიწის ქვეშ, გვიჭირს. შემდეგი ეტაპი ბოლო, მეოთხე ეტაპია ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკის მოედნამდე მონაკვეთი. ამით მთლიანად დამთავრდება გამზირის რეაბილიტაცია. ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოები სრულად სავარაუდოდ, გაზაფხულზე დასრულება”,- განაცხადა ბენდელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g