LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხი მინისტრი: დარჩიაშვილს სააკაშვილზე, უკრაინასა და 12 პუნქტზე ვესაუბრე

125
დარჩიაშვილი და იან ლიპავსკი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკის განცხადებით, ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თემაზე ესაუბრა.

ამის შესახებ ლიპავსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა:

„ილია დარჩიაშვილთან განვიხილეთ: ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 კრიტერიუმის შესრულების საკითხი საქართველოს შემდგომი ევროპული გზისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი. ყურადღება გავამახვილე უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე.“ – დაწერა იან ლიპავსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები