LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ, ჰქონდათ აგრესია: ვახო სანაია თავდასხმის დეტალებზე საუბრობს

132
FORTUNA.GE- (1)

“ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მისამართით. ფიზიკური სახით გადმოვიდა ეს აგრესია ჩვენს ოჯახზე, როცა მანქანის კარი ღია იყო და ქალსაც კი ხელი დაარტყეს. ბავშვი ეჭირა ხელში ძიძას, ისტერიულად ტიროდა და მაინც არ ჩერდებოდნენ.” – ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს დაესხნენ. ფაქტზე, ძალადობის ბრალდებით უკვე დაკავებულია სამი პირი. თავად ჟურნალისტი კი მედიასთან თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

როგორც სანაია ამბობს, მომხდარის დროს, მასთან ერთად იყო მისი ნათესავიც, რომელიც ასევე დაშავდა.

ჟურნალისტი ყვება, რომ თავდამსხმელებს აგრესია ჰქონდათ, მისი, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ, აგინებდნენ ტელევიზიებს, ერთ-ერთი მათგანი კი მის პროვოცირებას ცდილობდა:

“წუხელ პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, შვილი, ძიძა და ჩვენი ოჯახის ორი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან. აეროპორტში დავხვდით მე და ჩემი რძალი. აეროპორტიდან წამოვედით წყნეთის ქუჩაზე, ვაკეში. ამ დროს ჩვენ მანქანა ვერ გავიყვანეთ ქუჩაზე იმიტომ, რომ მოყინული იყო და გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური. ამასობაში, იქვე უბანში, გამოჩნდა 3 ადამიანი, სავარაუდოდ, იმ უბნელები იყნენ. ერთ-ერთი ეცნო ჩემს მეუღლეს, რადგან მისი ყოფილი მეზობელი იყო. ერთ-ერთი მათგანი ცდილობდა ჩემს პროვოცირებას. ვუთხარი, რომ არ მეცალა, რადგან სამაშველოს ჰყავდა ჩაბმული ჩვენი მანქანა და უკანა სვლით აჰყავდა ზემოთ, რომ ავეყვანეთ ცენტრალურ გზაზე.

ერთ-ერთი პროვოცირებას ცდილობდა. გამომყვა, როცა ვეხმარებოდით მაშველებს. მიწვევდა. ვუთხარი, რომ თავი დაენებებინა. ნასვამი იყო სამივე. ალკოჰოლის სული ვიგრძენით ყველამ. შემდეგ ჩამოიხსნა შარფი და ქუდიც გადაიხადა და მითხრა – კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახეო და დაიწყო მუქარა. მე ვუთხარი, რომ საერთოდ ვერ გხედავ აქ, ვაწვები მანქანას და თავი დამანებე. შემდეგ მოშორებით გადაინაცვლა და დაიწყო გინება. ამის შემდეგ შემოუარა ავტომანქანას უკნიდან. ზურგით ვიდექი და ვიგრძენი, რომ სირბილით მიახლოვდებოდა. მუშტებმოღერებული უნდა დამსხმოდა თავს და ინსტინქტურად გავიწიე უკან და ეს ადამიანი წაიქცა. მოყინული იყო. მეც ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. წაქცეული როცა ვიყავი, ის დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება. თავზე მაქვს დაზიანება. ამ დროს ჩემი მეუღლე და რძალი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან. ჩემს რძალსაც დაზიანებები აქვს, მასაც კი დაარტყეს – ქალს.

ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ, ჰქონდათ აგრესია. ტელევიზიებს აგინებდნენ. მე, რა თქმა უნდა, მიცნეს. როცა მიცნეს, ამის შემდეგ დაიწყეს გინება ჩემი მისამართით. ტელევიზიებს აგინებდნენ, ტვ პირველს, ჩვენს ტელევიზიას.

ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მისამართით. ფიზიკური სახით გადმოვიდა ეს აგრესია ჩვენს ოჯახზე, როცა მანქანის კარი ღია იყო და ქალსაც კი ხელი დაარტყეს. ბავშვი ეჭირა ხელში ძიძას, ისტერიულად ტიროდა და მაინც არ ჩერდებოდნენ.” – თქვა ვახო სანაიამ.

ტელეწამყვან ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დღეს დაესხნენ.

საპატრულო პოლიციამ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

სანაიამ კი ექსპერტიზის ბიურო ცოტა ხნის წინ დატოვა.

ვახო სანაიაზე თავდასხმა განხორციელდა – დაკავებულია 3 პირი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები