LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი დაბადების დღის წინა დღეს მითხრეს… ექიმმა თმის ცვენის საწინააღდეგო მაზები დამინიშნა – რას წერს გოგონა, რომელიც ექიმს გულგრილობაში ადანაშაულებს

675
woman-abuse

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გოგონა (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ) ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ერთ-ერთ საავადმყოფოში ექიმმა სიმსივნის დიაგნოზი შეცდომით დაუსვა.

 

 

“მოკლედ ჩემს “სიმსივნეზე”.

გაურკვეველია სატირლად მაქვს საქმე თუ სასიხარულოდ. სახელმწიფო რომ შეუმდგარია და მედიცინა კიდევ რომ გაურკვეველ მდგომარეობაში ესეც გასაგებია. 7 ოქტომბერს ჩემი დაბადების დღის წინა დღეს გარკვეული მიზეზების და გამო მომიწია ექიმთან ვიზიტი, იმ ჰოსპიტალში სადაც დაზღვევა მაქვს(ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ რომ , ფაქტი როდესაც იაფი მომსახურეობა გეკუთვნის უგულოდ გემსახურებიან სიმართლეა) ასეა თუ ისე ჯანმრთელი შესული აღმოჩნდა რომ დღეებ მოთვლილი გამომიშვეს. რადიოლოგმა და ენდოკრინოლოგმა დამისკვნეს რომ მაქვს სიმსივნე ანუ ფარისებრ ჯირკვალზე მათი თქმით მქონდა მოდებული კვანძები რომელიც ღმერთმა უწყის საიდან გაჩნდა. ჩემმა ენდოკრინოლოგმა იმის მაგივრად რომ კვანძი მეკვლია დამინიშნა თმის ცვენის საწინააღმდეგო მაზები და 3 თვის განმავლობაში გამჭყიპა არარეალური პრეპარატებით აფთიაქების გამდიდრების ხარჯზე, ჯამში დამახარჯინა 500 1 თვიან მკურნალობაში. + გამინადგურა მთლიანი ორგანიზმი, ყველა იმ პრეპარატმა.

გადამოწმების მიზნით და რიგი ფაქტორების გამო დღეს წავედი სრულიად სხვა კლინიკაში და მეუბნებიან რომ არც არასდროს მქონია და არც მაქვს მსგავსი კვანძი. ზედმეტად გამწარებული ვწერ ამ პოსტს და ზედმეტად ფსიქოლოგიურად დანგრეული. 3 თვის მანძილზე სხვანაირად ვიღვიძებდი და სხვანაირად ვცხოვრობდი და საბოლოოდ მივიღე რა?!

ისიც არ ვიცი რომელს უნდა ვენდო ან რა დავიჯერო იმიტომ რომ ექიმების მაგივრად გვიზის მარიონეტი წამლის გამსაღებელი და ფულის გამომძალელი საზოგადოება.ყველა მსგავს კლინიკას ყველა მსგავს „დოხტორს“ უნდა ჩამოერთვას ლიცენზია”, – წერს გოგონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები