LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი კამერა ძალიან მიყვარს და მაგის უსაფრთხოება უზრუნველყავი”- იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო ღამეს იხსენებს

317
BeFunky-collage (7)

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე “ფორმულასთან” ინტერვიუში იხსენებს, რა მოხდა 19 ივნისის ღამეს, მას შემდეგ, როდესაც ლისისკენ მიდიოდნენ და მათ წინ მანქანა გაჩერდა.

იაკობ ბრეგვაძე ამბობს, რომ მცხეთიდან წამოსვლის შემდეგ მათ ავტოსტოპით სურდათ თბილისში წასვლა, რა დროსაც მანქანა მიუახლოვდათ, საიდანაც რამდენიმე პირი გადმოვიდა, მათ შორის ერთი რკინით შეიარაღებული.

ფოტოგრაფის თქმით, რკინის დანახვის შემდეგ შენობისკენ გაიქცა და კამერის უსაფრთხოების დაცვას სცადა.

„ჩემი კამერა ძალიან მიყვარს და მაგის უსაფრთხოება უზრუნველყავი, როცა ზევით ავედი მეორე სართულზე. ჩავდე ჩანთაში კამერა. იმ შენობიდან გადახედვა არ მიცდია, რომ დავენახე ამოვიდოდნენ. დავრეკე 112-ში. მერე ველაპარაკე ოპერატორს, გუგლ მეპზე რაც ვნახე, ქებაბ ჰაუსი, ის ვუთხარი ოპერატორს.

ხმაური ისმოდა, მაგრამ გარკვევით რას ამბობდნენ, ვერ გავიგებდი. როცა გადმოვიდნენ მანქანიდან, პირდაპირ ჩხუბზე გადმოვიდნენ, მაგ დროს დარტყმა არ დამინახავს, მაგრამ დიდ გულზე იყო. სახეზე არ შემიხედავს, რკინა დავინახეთ და ყველა გავიქეცით.

გიორგის დაკარგვა და იქ რა მოხდა, არ ვიცოდი. ესეთი რაღაც რომ მოხდა, ძალიან განვიცდი, მაგრამ არ შემიძლია გამოხატვა, ასეთი ვარ“, – აცხადებს ბრეგვაძე.

შეგახსენებთ, ის ერთადერთი პირია, ვინც პოლიციას მომხდარი ჩხუბის გამო დაუკავშირდა. ფოტოგრაფის ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რომელსაც მედიაც დაესწრება.

ექსპერიმენტით ცნობილი უნდა გახდეს, სად იმალებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი და რა ჩანდა ამ ადგილიდან.

“წვიმიანი ამინდი უნდა იყოს”- იაკობ ბრეგვაძე მზად არის მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g