LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი პირადი რამის გაშუქების არ მეშინია, ერთადერთი — საპირფარეშოში, საძინებელში და აბანოში არ გადამიღონ: შალვა კეკელია

521
შალვა კეკელია

ვაკის ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, მას მისი პირადი ჩანაწერების გაშუქების არ ეშინია, მთავარია საპირფარეშოში, საძინებელში და აბანოში არ გადაუღონ. აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ფარული ჩანაწერების დამზადება და გავრცელება ძალიან ცუდი ფაქტია.

„ჩემი პირადი რამის გაშუქების არ მეშინია, ერთადერთი — საპირფარეშოში არ გადამიღონ, საძინებელში არ გადამიღონ და აბანოში არ გადამიღონ. წარმოდგენა არ მაქვს ვინ აკეთებდა, მაგრამ რომ კეთდებოდა ფაქტია და ძალიან ცუდია. ეს იყო ყოველთვის, იქნებოდა ყოველთვის და ამას აანონსებდნენ კიდევაც… ჩემთვის, მაგალითად, ვინც ეს ჩაწერა, ისიც ცუდი ადამიანია, ძალიან ცუდი ადამიანია და მეორე, ვინც ამას აშუქებს და ვინც ამას უშვებს, ესეც საშინელებაა და ძალიან მძიმეა ჩემთვის“, – თქვა შალვა კეკელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები