LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი თხოვნა იქნება, არ აწვალოთ ეს ადამიანი, ძალიან ცუდ დღეშია..“ – რა თქვა ბადრი ესებუამ პროცესზე და რა შუამდგომლობა დააყენა პროკურორმა

402
Untitled design (8)

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაკითხეს „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი, რომელმაც თქვა, რომ თავდამსხმელი შენიღბული იყო და მისი იდენტიფიცირება უჭირს.

„აქედან – „სკაიპით“ – აზრი არ აქვს ასე საუბარს“ – ბადრი ესებუას დამატებით ბრალზე წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდეს

სხდომას ესწრებოდა ბრალდებული ბადრი ესებუაც, რომელმაც ერთ-ერთი მოწმის დაკითხვის დროს მოსამართლეს ასე მიმართა:

„ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ აწვალოთ ეს ადამიანი. ვხედავ, რომ ძალიან ცუდ დღეშია და არ ჩაგდოთ ასეთ მდგომარეობაში“, – უთხრა ესებუამ მოსამართლეს.

დღესვე, საქმის პროკურორმა სასამართლოს ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობით მიმართა. 

როგორც პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ აღნიშნა, მათი შუამდგომლობაა, რომ ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებამდე 20 დღით სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსდეს:

„ჩადენილ დანაშაულის ხასიათის და საზოგადოების საშიშროებიდან გამომდინარე, აუცილებელია გაირკვეს ბადრი ესებუას ფსიქიკური მდგომარეობა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს. ექსპერტიზის ჩატარების გარეშე, კარგად მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც დავალებული აქვს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლის საფუძველზე შუამდგომლობთ, რომ ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებამდე 20 დღით მოთავსებული იქნეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. აუცილებელი და მნიშვნელოვანია დადგინდეს ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა. დანაშაულს ჩადენის მომენტში, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ექსპერტიზის დანიშვნა და შემდგომ მისი მოთავსება ამ სტაციონარულ დაწესებულებაში“, – აღნიშნა პროკურორმა.

ბადრი ესებუას ადვოკატმა კი განაცხადა, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩანიშვნის შუამდგომლობის დაყენებით, ბრალდების მხარე ესებუას დისკრედიტაციას ცდილობს.

„აღნიშნულ შუამდგომლობას არანაირი მტკიცებულება არ ახლდა, მხოლოდ ბრალდების მოსაზრება იყო, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში ფორმა ასი , ან მოწმის გამოკითხვის ოქმი, სადაც დადასტურდებოდა, რომ, მაგალითად, ბადრი ესებუას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, არ იქნა წარმოდგენილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შუამდგომლობა დააყენა კიდეც და გაიზიარა სასამართლომაც“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ცნობისათვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუ8 თებერვალს გამთენიისას სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, 500 ათასი დოლარის მიღების შემდეგ კი გაქცევა მოახერხა.

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g