LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი უსაყვარლესი მაზლის მკვლელიც შეუწყალებია პრეზიდენტს…

2379
mancho

ზურაბ ნადირაძე, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა, მანჩო გიორგობიანის მაზლის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული.

მომხდარზე გიორგობიანი შეშფოთებას გამოთქვამს და ოჯახის პოზიციას წერს.

როგორც ის ამბობს, მკვლელობაში ბრალდებულს 1994 წლიდან ეძებდნენ, რაც ხეება დანაშაულს, გიორგობიანის თქმით, ქოიავას მკვლელობის დღეს სხვა დაშავებულებიც იყვნენ, მოწმეები კი მრავლად არიან.

“ჩემი უსაყვარლესი მაზლის, იგივე ჩემი ძმის – სოსო (იოსებ) ქოიავას მკვლელი – ზურაბ ნადირაძეც შეუწყალებია პრეზიდენტს…  

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა - "შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია"

მომავალი კვირიდან სამუშაო ჯგუფი შედგება, რომელიც ჩამოაყალიბებს იმ წესებს, რაც შეშფოთებას აღარ გამოიწვევს.

1994 წლის 19 იანვარს, სამხატვრო აკადემიასთან, ნადირაძემ, ტაქსიდან იმ წამის გადმოსულ სოსოს პირდაპირ გულში მოარტყა ტყვია და ჩემი უახლოესი ადამიანებიც უმძიმესად დაჭრა მუცლის არეში, ძლივს გადავარჩინეთ… ზურაბ ცხაკაიას სული გაანათლოს ღმერთმა, მან გადაგვირჩინა, სოსო საავდმყოფოში მიყვანამდე უკვე აღარ სუნთქავდა…

ამდენი წელი ინტერპოლით ვეძებდით მკვლელ ზურაბ ნადირაძეს, ძლივს დააკავეს, ჩამოიყვანეს, გაასამართლეს, 11 წელი მიუსაჯეს და აჰა, მეხივით დაგვეცა შეწყალება… რა ვთქვა, არც ვიცი…

ყველა ის ადამიანი, ვინც Salome Zourabichvili დაარწმუნეთ ზურაბ ნადირაძის უდანაშაულობაში, უბრალოდ ხართ უნამუსოები, ყველაფრისმკადრებლები და რაც ყველაზე ცუდია, თქვენ პრეზიდენტის რეპუტაცია ფეხებზე გკიდიათ, ან სპეციალურად მოუწყვეთ! 

"ქოცებმა გაგვასწრეს ზურაბიშვილის ლანძღვაში" - შეწყალების გამო პრეზიდენტი ყველამ გააკრიტიკა

კრიტიკა და შეწყალების მექანიზმის კიდევ ერთხელ გადახედვის მოთხოვნა გაისმა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის მხრიდანაც.

რადგან მთელმა თბილისმა იცის, როგორ ესროდა დამიზნებით და გამეტებით 20-21 წლის უიარაღო ბიჭებს 40 წლის არაადამიანი ზურაბ ნადირაძე!!!

და არც გაბედოთ, რომ ნადირაძის თანმხმლებ ბიჭს დააბრალოთ რამე, მას არავისთვის არაფერი უსვრია!!!

ზურაბ ნადირაძე რომ მკვლელია ეს იყო პირველი წამებიდანვე ცნობილი და არასდროს არავის ამაში ეჭვი არ შეპარვია ამაში, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი მოხდა ბევრი მოწმის თანდასწრებით!!!

სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili, რა ხდება ადმინისტრაციაში, ვინ მოამზადა ეს საქმეები, მით უმეტეს ასეთი გახმაურებული დამნაშავეების შეწყალებით, ვინ მოგიწყოთ ეს საბოტაჟი, თუ დავიჯერო, თქვენი ინიციატივა იყო მათი შეწყალება?!” – წერს მანჩო გიორგობიანი.

პრეზიდენტმა ისეთი პირი შეიწყალა, რომელიც 2009 წლიდან დღემდე ძებნილია – თეა წულუკიანი

ზურაბ ნადირაძეზე ქართულ მხარეს 1994 წლიდან ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, რომლის ექსტრადირებაზე ჩეხეთმა არაერთხელ თქვა უარი. 2017 წლის დასაწყისში მისი დეპორტაცია მოხდა.

შეგახსენებთ,ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს შეიწყალა. მათ შორის იყვნენ მკვლელობაში მსჯავრდებულები, რის გამოც პრეზიდენტმა ოპოზიციის გარდა, უმრავლესობის კრიტიკაც დაიმსახურა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g