LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემთან ერთად არის მთელი ავტობუსი 5 ადამიანის გამოკლებით, აქედან 4 თამაშობს მავნებლურ როლს…” – რა მიმართვას ავრცელებს დომენიკ მანგო

2180
დომიკო 3

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო უკრაინიდან მასზე გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. ფეისბუკ-ში გამოაქვეყნებულ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ზოგი საომრად, ზოგიც დაჭრილების მოსავლელად…” – დომენიკ მანგოს ინიციატივით, 60 ქართველი მოხალისე უკრაინაში გაემგზავრა

“ჩემს გვერდს ასეთი სერიოზული ტიპის საინფორმაციო დარტყმა ჯერ არ ჰქონია. ყველაფერს იყენებენ ჩვენს გასაშავებლად, მილიონი დეზინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად: რატომ არ ჩანს უკანა ფონებზე ჯარისკაცები ან რატომ ვარ ყოველთვის კედელთან, რომ სადღაც სასტუმროში ვარ და საქართველოდან არც წავსულვართ.

მეგობრებო, ჩვენ ვართ ომში!!! და მინდა, რომ ეს სიტყვა “ომი” კარგად გაითავისოთ! იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ყველა ინფორმაციას ამრუდებს და ყველგან არის (მათ შორის ჩვენთანაც აღმოაჩინეს უამრავი აგენტი, რომელსაც ინფორმაცია გაჰქონდა), ჩვენ უმკაცრესად ვართ გაფრთხილებული, რომ არანაირი კადრის გამოქვეყნება არ შეიძლება არც მებრძოლის და არც შენობის, რომლითაც ადგილის იდენტიფიცირება იქნება შესაძლებელი.

წასვლამდე მე გაგაფრთხილეთ, რომ იქნებოდა ძლიერი საინფორმაციო დარტყმა და ისიც გითხარით, რომ მხოლოდ ამ გვერდის მიხედვით გაგერჩიათ რეალობა სიცრუისგან. ყველაფერი, რაც ჩემი გვერდის მიღმა იწერება და რასაც ადამიანების პირი ამბობს, არის იმ საინფორმაციო ომის შედეგები, რომელიც მასიურად ტრიალებს საქართველოში!

ჩემთან ერთად არის მთელი ავტობუსი 5 ადამიანის გამოკლებით: იმ 5 ადამიანიდან 1 საზღვარმა მიაბრუნა, ხოლო დანარჩენები თავისი ნებით გამოეყვნენ გზას (წავიდნენ გაურკვეველი მიმართულებით და არ ვიცით რატომ ან სად!). ახლა ის 4 ადამიანი, რომელიც არ არის აქ, თამაშობს ძალიან მავნებლურ როლს, ავრცელებს დეზინფორმაციას და ხელს გვიშლის ჩვენი მიზნის განხორციელებაში, რასაც საქართველოს სოლიდარობა ჰქვია! დანარჩენი ყველანი აქ ვართ და კიდევ ასობით ქართველი ვართ ერთად, რომლებიც ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად.

ეს 4 ადამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს ფული ვიშოვე ამ გზით და გავმდიდრდი. ესეც სიცრუეა, რადგან მე ვიყავი პირველი, ვინც გზაში იკლებდა ყველა ლუკმას და უნაწილებდა ყველას. ჩვენ აქ ჩამოვედით, გადავლახეთ 5 000კმ და იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ და არ ვიცით სადაა ეს 4 ადამიანი, რომელიც ახლა ამ საშინელებებს წერს!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხაზგასმით: ჩემი გვერდის გარეთ გავრცელებული ყველა ინფორმაცია არის სიცრუე!!! რამის გადამოწმება თუ გნებავთ, მკითხეთ პირადად, რადგან აქ დაწერილ ამ პოსტს კითხულობს ყოველი ჩვენგანი და მისი დასტურია ყველა, ვინც აქ ვართ!!”, – წერს დომინკო მანგო.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g