LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ის ჩემთვის მამა იყო” – ჰარისონ ფორდი შონ კონერს ემოციურად ემშვიდობება

537
harisonford2011

მსახიობი ჰარისონ ფორდი შონ კონერს ემოციურად ემშვიდობება. კონერი „ინდიანა ჯონსში“ ჰარისონ ფორდის მამის როლს თამაშობდა და ცხოვრებაშიც მსახიობები ახლო მეგობრები იყვნენ.

„ის ჩემთვის მამა იყო, ცხოვრებაში არა, მაგრამ ,,ინდიანა ჯონსის” მესამე ნაწილში. ერთი სიამოვნება იყო მასთან ერთად მუშაობა გადასაღებ მოედანზე. იმედია იქ, სადაც ახლა ისაა, აქვთ გოლფის მოედანი. მშვიდობით ჩემო მეგობარო“ – წერს ჰარისონ ფორდი.

შონ კონერის გარდაცვალებაზე კომენტარი გააკეთა რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმაც, ასევე საკუთარი ემოციების შესახებ დენიელ კრეიგმა, პირს ბროსნანმა, ბრაიან დე პალმამ და კევინ კოსტნერმაც დაწერეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები