LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემზე მხოლოდ ერთი წლით დიდი იყო“ – მარგარიტა სიმონიანი კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვას ირონიული პოსტით ეხმაურება

593
simoniani

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი, მარგარიტა სიმონიანი „ტელეგრამზე“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერის, „მოსკვას“ ჩაძირვას ეხმაურება. ნაცვლად იმისა, რომ სიმონიანს ეკიპაჟის გარდაცვლილი წევრებისთვის მიესამძიმრებინა, ის სოციალურ ქსელში ირონიულ ტექსტს აქვეყნებს.

„კრეისერი ,,მოსკვა” ჩემზე მხოლოდ ერთი წლით დიდი იყო“ – წერს მარგარიტა სიმონიანი. მის ამ კომენტარს უამრავი ადამიანის კომენტარი ახლავს.

„მხოლოდ 500 კაცი იყო ეკიპაჟზე, ეს ვერსია აღარ მოგწონთ და ახალი შოუ დადგით?“ – წერენ სიმონიანს კომენტარებში.

შეგახსენებთ, რომ კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის თავდაცვის უწყებამაც. „ფორბსის“ ინფორმაციით, ის  გახდა ყველაზე ძვირადღირებული დანაკარგი რუსეთისთვის უკრაინასთან ომში.

,,გამუდმებით ვიღებ მუქარის შემცველ წერილებს, დაცვაც კი ავიყვანე, მაგრამ არ მეშინია, იმიტომ რომ რემბო ვარ” – მარგარიტა სიმონიანი

„პუტინს იმხელა მუხტი აქვს, მისი სიტყვით გამოსვლისას, სრულიად უცხო ხალხი ერთმანეთის კოცნას იწყებს“ – მარგარიტა სიმონიანი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g