LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაც 2020 წელს გაიზარდა

72
RTX74P8I

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა გასულ წელსაც გაიზრდა, კერძოდ, 2.3 პროცენტით. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი გამოდგა.

„თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთის ეკონომიკა გააგრძელებს ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისათვის კორონავირუსის პანდემია დიდი დარტყმა იყო, ჩვენ მოვახერხეთ და დავამარცხეთ პანდემია. გრძელვადიანი პოზიტიური პერსპექტივები ჩვენი ეკონომიკისთვის უცვლელი რჩება და ამას ყველას დავანახებთ,” – განაცხადა ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა ნინგ ჯიზიმ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაც გასულ წელს გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები