ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოსახლეობის მხრიდან ჩინური ვაქცინის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია.
იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, მინისტრმა თქვა, რომ ჩინურ ვაქცინას უნგრეთის მარეგულირებლის აკრედიტაცია აქვს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას ელოდება.
„ჩინურ ვაქცინას აქვს მკაცრი მარეგულირებლის – უნგრეთის აკრედიტაცია. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. რაც შეეხება ჯანმოს აკრედიტაციას, ჩინური ვაქცინა ამ გადაწყვეტილებას ელოდება. გვაქვს კომუნიკაცია ჯანმოსთან, მივიღებთ დამატებით ინფორმაციას, თუ როგორ მოვიქცეთ ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ მოსახლეობა მიიღებს დამატებით ინფორმაციას, თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მოსახლეობის მხრიდან ჩინური ვაქცინის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია, ვინაიდან ის ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული და ესეც არის გასათვალისწინებელი“. – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კვირის ბოლოს საქართველო ჩინეთიდან ვაქცინას ელოდება: ტიკარაძე