LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ბოლოს საქართველო ჩინეთიდან ვაქცინას ელოდება: ტიკარაძე

65
ეკა ტიკარაძე

 ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კვირის ბოლოს საქართველო ჩინეთიდან ვაქცინას ელოდება. მისი თქმით,  ვაქცინა კვირის ბოლოს გამოიგზავნება და შესაბამისად შემდეგ კვირაში ქვეყანას დამატებით ექნება ჩინური ვაქცინა ექნება.

მინისტრმა თქვა, რომ ჩინური ვაქცინა უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერაა აღიარებული. აღნიშნულის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მიერ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით საქართველო კონსულტაციებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ელოდება.

„ჩვენ გავდივართ ჯანმოსთან კონსულტაციებს, თუ როგორ მოვიქცევით ამ ვაქცინასთან მიმართებაში. დაველოდებით ჯანმოს აღიარებას, თუ უნგრეთის მსგავსად ნებას დაგვრთავენ, განვაგრძოთ ქვეყანაში ვაქცინაცია და უკვე მაშინ, როდესაც ვაქცინა იქნება ადგილზე, რა თქმა უნდა, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

პოპულალურები