LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის წინაპირობების გარეშე” – რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებას კვლავ ითხოვს

85
KMO_185983_00040_1_t218_143313

ოფიციალურმა მოსკოვმა მორიგი განცხადება გააკეთა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ, რომლის თემა უნდა გახდეს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულება. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” არვცელებს.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისთვის წინაპირობების გარეშე.

“მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო პოზიცია – ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, წინაპირობების გარეშე.

ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის, კიევმა, დასავლელი კურატორების ბრძანებით შეწყვიტა დიალოგი, რომელიც, ზოგადად, წინ მიიწევდა, მუშავდებოდა გარკვეული დოკუმენტი, ახლა ეს ყველაფერი წარსულშია. რა მოხდება შემდეგ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა რიაბკოვმა.

რიაბკოვი ამბობს, რომ მისი აზრით, დიალოგის შანსები გაიზრდება, თუ კიევი მიიღებს ბრძანებას “შესაბამისი დედაქალაქებიდან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g