LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ მწვავე დაპირისპირება გვქონდა ხელისუფლებასთან, ეს იყო გამოუვალი მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რა პოზიცია აქვს სახელმწიფოს, ეკლესიას აქვს თავისი სათქმელი – მამა ანდრია ჯაღმაიძე

289
ჯაგმაიძე

რამდენად უნდა ერეოდეს ეკლესია ქვეყნის პოლიტიკაში? – ამ კითხვას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ნოესთან“ უპასუხა.

“ეს არის მარადიული შეკითხვა ჩვენს ცხოვრებაში – სად მთავრდება ეკლესია და სად იწყება ის ზომა, სადაც ეკლესია არ უნდა შედიოდეს, სად გავავლოთ ეს ზღვარი. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ ძალიან მწვავე დაპირისპირება გვქონდა ხელისუფლებასთან. ეს იყო გამოუვალი მდგომარეობა, ძალიან მწვავე განცხადებები გვქონდა მარიხუანას კულტივაციის ინიციატივისა და ზოგადად, ნარკოლიბერალიზაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით არ მოვერიდეთ არავის და არაფერს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მიუხედავად იმისა, რა პოზიცია აქვს სახელმწიფოს ამათუ იმ საკითზე, ეკლესიას აქვს თავისი სათქმელი. ზოგჯერ ემთხვევა, ზოგჯერ – არა. პოლიტკორექტულობაში დიდი ამპლიტუდის საშუალება არ არის. ჩვენ ვერ გადავუხვევთ იმას, რისი თქმაც აუცილებელია ეკლესიის მხრიდან. ხშირ შემთხვევაში ზედმეტად ხდება ეკლესიის პოზიციის პოლიტიზირება”, – ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები