LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააკაშვილმა 100-ზე მეტი ახალი ეკლესია ააშენა, მის პატიმრობაზე დუმილი დაუშვებელია” – მოშიმშილეებს სასულიერო პირიც შეუერთდა

358
BeFunky-collage (4)

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ამ დროისთვის 9 კარავია გაშლილი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით კი ამ ეტაპზე 300-მდე ადამიანი შიმშილობს.

მოშიმშილეებს შორის არიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისე სამოქალაქო აქტივისტები. შიმშილობის აქციას მიმართავს ერთ-ერთი სასულიერო პირიც.

უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი, მამა რამინ თარაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე ეკლესიის დუმილი დაუშვებელია.

„მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და სასულიერო პირი, ვთვლი, რომ ქვეყანაში გარდაუვალია ის ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ვშიმშილობ და საჭიროდ ვთვლი აქ ვიყო, რადგან დღეს საპატრიარქოს კულუარები დღევანდელმა უზურპატორმა მთავრობამ გაგვითახსირა. ეს არის უკანასკნელი იმედი და ყველაზე წმინდა რამ, რაც ქართველებს გაგვაჩნია. ხელისუფლებამ ზოგი მოისყიდა, ზოგი დააშანტაჟა ტოტალური მოსმენების ხარჯზე. სასულიერო პირები არა სასულიერო ღირებულებებზე დაფუძნებულ, არამედ რუსეთის ნაკარნახევ სიძულვილის ენის შემცველ ქადაგებებს ახვევენ თავს საზოგადოებას.

სხვა რა დაგვრჩენია, თუ არა გამოვხატოთ პროტესტის უკიდურესი ფორმა ამ პატივაყრილ, გაპარტახებულ ქვეყანაში.

მიხეილ სააკაშვილი არის ის უნიკალური მშენებელი და „გადამხალისებელი“ სარწმუნოების, რომელმაც 600-ზე მეტ ეკლესიას ჩაუტარა რეაბილიტაცია, 100-ზე მეტი ახალი ეკლესია ააშენა და ყოველ წელს 25 მილიონ ლარს კომპენსაციის სახით უხდიდა ეკლესიას და დღეს ეკლესია დუმს მის პატიმრობაზე, თითქოს ეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი არ ყოფილიყოს. ეს დაუშვებელია“, – განაცხადა მამა რამინმა.

პოპულალურები