“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, გუშინ, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, სალომე სამადაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო და დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. მისი თქმით, ეს არ იყო პარტიის გადაწყვეტილება, ეს იყო ინდივიდუალური გადაწყვეტილება.
“მე, როგორც სალომეს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებიდან გავიგე, სალომემ უკვე დატოვა პარტია. ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, მაგრამ თუ მან უკვე დატოვა პარტია, გადასაწყვეტიც არაფერია,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, ხელი ინდივიდუალურად მოაწერა.