უკრაინის პრეზიდენტი განაგრძობს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტისთვის ონლაინ მიმართვებს და ყველა გამოსვლისას ხაზს უსვამს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობას იმსახურებს.
ამჯერად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის პარლამენტს ვირტუალურად მიმართა.
„ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – ეს არის ზელენსკის მთავარი გზავნილი შვედი პარლამენტარების მიმართ.
გთხოვთ, აღარასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი ნატოს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი სტანდარტები - ზელენსკი NATO-ს სამიტზე
"ვაჩვენეთ, თუ რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს და რისი გაკეთება შეგვიძლია საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოში" - განაცხადა ზელენსკიმ.
შვედეთის პრემიერ – მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა კი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პატივია ზელენსკის პარლამენტში მასპინძლობა. „ძლიერი სიტყვები მამაცი ლიდერისგან“ – ასეთია ანდერსონის შეფასება.
„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია ანდერსონის „ტვიტში“.
ზელენსკიმ, მსოფლიოს სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოებში მიმართვის მსგავსად, შვედეთის პარლამენტსაც სთხოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაზარდოს.