LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი პოლიტიკა არის სამშვიდობო პოლიტიკა – დეოკუპაცია ჩვენი საგარეო სტრატეგიის მთავარი მიმართულებაა: ზალკალიანი

55
FORTUNA.GE- (1)

“ქვეყნის წინაშე დგას უაღრეასად სერიოზული გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან. დეოკუპაცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის და სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.” – საგარეო საქმეთა მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერს იმ ნდობისთვის, რომელიც ვიცე-პრემიერად მის დანიშვნას გულისხმობს,  მადლობა გადაუხადა და ქვეყნის საგარეო კურსსა და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ის პრიორიტეტები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს, არის ძალიან მკაფიოდ გაწერილი სამთავრობო პროგრამაში და მისის სახელეწოდებაც ევროპული საქართველოსთვის მიანიშნებს იმაზე, თუ რა მიმართულებით უმდა განვითარდეს ქვეყანა:

“ჩემი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის და ამჟამად ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია და ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანა მოემზადოს იმ ძალიან ამბიციური ნაბიჯისთვის, რომელიც გულისხმობს 2024 წელს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ზალკალიანი აღნიშნავს, რომ, ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ აქტიურ თანამშრომლობას როგორც საერთაშორისო ევროპელ პარტნიორებთან, ასევე ქვეყნის შიგნით. მისი თქმით, ამას სჭირდება ყველა უწყების დაუღალავი შრომა იმ მიმართულებით, რომელიც არის დაკავშირებული საქარველოს ფიზიკურ ინტეგრაციასთან ევროკავშირში.

ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ  დეოკუპაცია იქნება ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი განზომილება, სადაც საჭიროა უფრო მეტი აქტივობა და კიდევ უფრო მეტი მუშაობა ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რათა დეოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში:

“ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან აქტიური მუშაობა, იმისთვის, რომ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, ჩვენი გზავნილები საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის – იმ შესაძლებლობების გამოყენება, რა შესაძლებლობებიც მოაქვს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში – იყოს შეთავაზეული ჩვენი დებისთვის და ძმებისთვის საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს.

ჩვენი პოლირტიკა არის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც დამყარებულია ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე. ჩვენ ვართ პირნათელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, თავისუფალი მიმოსვლა, თავისულფალი ვაჭრობა, საუკეთესო ევროპულ სკოლებში და უმაღლეს დაწესებულებებში განათლების მიღება შევთავაზოთ ჩვენს თანამოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს.

სწორედ ამ მიმართულებით იქნება ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული და  დარწმუნებული ვარ, გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები.” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

პოპულალურები