მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ ქალაქში 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
“ჩვენი ქალაქის ქუჩებში ცხედრები ხალიჩებად იყო მოფენილი. დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 20 000-ს გადააჭარბოს“, – დასძინა მერმა Associated Press-თან სატელეფონო საუბრისას.
მან აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქში მოძრავი კრემატორიუმები ჩაიტანეს.