LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი საპროტესტო აქციები გაგრძელდება როგორც ქუჩაში, ასევე პარლამენტში: ბეჟაშვილი

74
ლევან ბეჟაშვილი

“დღეს დასრულდება “ქართული ოცნების” ბაირამობა პარლამენტში”,  – განაცხადა საკანონმდებლო ორგანოში მისულმა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ლევან ბეჯაშვილმა და თქვა, რომ მათი საპროტესტო აქციები როგორც ქუჩაში, ასევე პარლამენტში გაგრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მივიდა

ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას” კომფორტის ზონა არ უნდა დაუტოვოს, მათ შორის, პარლამენტშიც:

“ბაირამობა იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” ოცნება იყო, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში არ შემოსულიყო და ეკეთებინა ის, რომ დემოკრატიის ფასადი ეშენებინა. ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ “ქართულ ოცნებას” კომფორტის ზონა, მათ შორის პარლამენტში. ამიტომ ჩვენი საპროტესტო აქციები გაგრძელდება როგორც ქუჩაში, ასევე პარლამენტში.” – თქვა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტში მივიდნენ, ისინი საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვებიან.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

შევდივართ და შევდივართ, მეტი რა უნდა ვთქვა – ნატო ჩხეიძე

პარლამენტში ვბრუნდებით… მოვედით, რომ საქმე ვაკეთოთ, ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა: რომან გოცირიძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g